მე–9 ა კლასი

სსიპ ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლა

სოციალური პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება: „კლასიკური მუსიკა და კლასიკოსი კომპოზიტორები“
კლასი: 9 ა
მოსწავლეთა რაოდენობა: 20
საგანი: მუსიკა
მასწავლებელი: მარიეტა ქურდაძე
პროექტის მოკლე აღწერა, აქტუალურობა, პრობლემა: მოსწავლეების  უმეტესობამ არ იცის თანამედრო ცეკვების წარმოშობის სიტორია, განვითარების ეტაპები და გამოცენი თანამედროვე ცეკვების შემსრულებლები.
პროექტის მიზანი: მოსწავლეების დაინტერესება თანამედროვე ცეკვების ისტორიის, წარმოშობის და თამანედროვე ცეკვების შემსრულებლების გაცნობა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ თანამედროვე ცეკვების გაცნობას, გაეცნობიან თანამედროვე ცეკვების გამოჩენილ შემსრულებლებს. გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის  და გუნდური მუშაობის  უნარი. 
პროექტის მნიშვნელობა: პროექტი მნიშვნელოვანია რათა მოსწავლეებმა გაიაზრონ რას ნიშნავს თანამედროვე ცეკვები, შეძლონ საუბარი თანამედროვე ცეკვების შესახებ.
კავშირი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებთან:
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს:
ვ) საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც;
სასკოლო განათლებამ უნდა ჩამოუყალიბოს მოზარდს უწყვეტი განვითარების, მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი, რათა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობებისა და სულიერი მიდრეკილებების ადეკვატურად განსაზღვრა და ამის მიხედვით საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება; მოზარდი მზად უნდა იყოს არჩევანი გააკეთოს მომავალი განათლებისა და შრომითი საქმიანობისათვის;
ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან:
სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ საზოგადოების მომავალ წევრებს განუვითაროს ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები (წერა, კითხვა, მეტყველება, მოსმენა), საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის ჩვევები, მათ შორის იმათ, ვისთვისაც საქართველოს სახელმწიფო ენა მშობლიური არ არის;
პროექტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები/შედეგები:
მოკლევადიანი მიზანი: მოსწავლე გაეცნოს თანამედროვე ცეკვების შემსრულებლებს და მათ ბიგრაფიებს.
გრძელვადიანი მიზანი: მოსწავლემ გაიაზროს თანამედროვე ცეკვების რაობა/არსი/დანიშნულება, გააკეთოს ანალიზი სხვადასხვა ცეკვებს შორის.
განხორციელებული აქტივობები:
·         მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა მათ სურვილის მიხედვით:
I-ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია თანამედროვე ცეკვების შესახებ (რა არის  თანამედროვე ცეკვები)
II-ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია გამოჩენილი თანამედროვე ცეკვების შემსრულებლების შესახებ
III-ჯგუფმა მოიძია თანამედროვე ცეკვების ვიდეოები და გააკეთა კედლის გაზეთი.
·         საინფორმაციო კედლის გაზეთის შექმნა თანამედროვე ცეკვები
·         პროექტის შედეგების სხვა სკოლის თანატოლებთან გაზიარება და მათთან ინტერვიუ.

პროექტის ვადები: პროექტი განხორციელდა 2019 წლის ოქტომბერ-ნოემბერში,
აქტივობების შეფასების სტრატეგიები: მოსწავლეების თვითშეფასება, პროექტის შეფასების რუბრიკა.
რისკები: შესაძლებელი მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი არ დაინტერესდეს აღნიშნული პროექტში მონაწილეობით და არ მოისურვონ მონაწილეობა.
პროექტის შედეგები: მოსწავლემ გაიგო და გაიაზრა რას ნიშნავს თანამედროვე ცეკვები, გაიცნეს გამოჩენილი თანამედროვე ცეკვების შემსრულებლები.
შედეგების ანალიზი: პროექტში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა, თანატოლებმა და მასწავლებლებმა. პროექტი განხორციელდა სოცილაური პროექტის სახით, მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებისთვის რადგან ისინი გაეცნენ თანამედროვე ცეკვებს და მათ შემსრულებლებს.
პროექტის რესურსები:
·         მოსწავლეების მიერ მოძიებული ინფორმაცია,
·         ინტერნეტ კავშირი,
·         ფორმატი, მარკერი,




პროექტის განხორციელების რეფლექსია:
·         მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
პროექტის გეგმაში გაწერილი მიზანი მიღწეულ იქნა. აქტივობები დაეხმარა მოსწავლეებს მასალის კარგად შესწავლაში.
·         რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა აქტივობა პროექტის გეგმის მიხედვით წარიმართა. აქტივობები მჭიდრო კავშირში იყო ერთმანეთთან, რამაც გაადვილა პროექტზე მუშაობა.
·         რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
ყველაზე წარმატებული აქტივობა იყო პრეზენტაციები.
·         რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
პროექტის მონაწილეები პროექტის საშუალებით გაეცნენ თანამედროვე ცეკვებს და მათ შემსრულებლებს.
·         რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
კარგი იქნება თუ მოსწავლეები ხშირად იმუშავებენ ჯგუფებში რათა ჯგუფურ მუშაობას მიეჩვიონ. მსგავსი პროექტები დაეხმარება მოსწავლეებს გაიაზრონ მნიშვნელოვანი მოვლენები და ფაქტები.
·         მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და/ან მოდიფიცირება და რატომ?
პროექტის განხორციელების დროს პროექტის აქტივობების დამატება ან მოდიფიცირება არ მომხდარა, ყველა აქტივობა გეგმის მიხედვით განხორციელდა.
·         რას გავითვალისწინებ მომა-ვალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?
მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას შევეცდები უფრო მრავალფეროვანი აქტივობები გამოვიყენო და  მრავალფეროვანი პროექტი განვახორციელო.






No comments:

Post a Comment