სოციალური პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება:
„კლასიკური მუსიკა და კლასიკოსი კომპოზიტორები“
კლასი: 6 ა
მოსწავლეთა რაოდენობა:15
საგანი: მუსიკა
მასწავლებელი:
მარიეტა ქურდაძე
პროექტის მოკლე
აღწერა, აქტუალურობა, პრობლემა: დღესდღეობით მოსწავლეების უმეტესობა პოპ მუსიკის მოსმენით ინტერესდება და ნაკლებ ინტერესს იჩენს კლასიკური მუსიკის მიმართ, არ იცნობენ კლასიკოს
კომპოზიტორებს და მათ ნამუშევრებს. პროექტის
დახმარებით შევძლებ ვანახო მოსწავლეებს თუ რამდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა
კლასიკური მუსიკა, რაშიც დამეხმარება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.
პროექტის მიზანი:
მოსწავლეების დაინტერესება კლასიკური მუსიკით, კვლევა-ძიების,
ინფორმაციის მოპოვების, დახარისხების, ორგანიზებისა და შეფასების
უნარის განვითარება, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარის ჩამოყალიბება. პროექტის განმავლობაში, მოსწავლეები გაეცნობიან
კლასიკოს კომპოზიტორებს, მათ ბიოგრაფიას, მოსიმენენ ცნობილ კლასიკურ ნაწარმოებებს.
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები შეძებენ კლასიკური მუსიკის ნიმუშების განსხვავებას სხვა ჟანრის მუსიკისგან,
გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის და გუნდური მუშაობის უნარი.
პროექტის მნიშვნელობა:
პროექტი მნიშვნელოვანია რათა მოსწავლეებმა გაიაზრონ რას ნიშნავს კლასიკური მუსიკა,
შეძლონ საუბარი კლასიკური მუსიკის წარმომადგენლებზე და მოახდინონ შედარება კლასიკური
მუსიკის და მათთვის საინტერესო/საყვარელ მუსიკალურ ჟანრებს შორის.
კავშირი ზოგადი
განათლების ეროვნული მიზნებთან:
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების
საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს:
ვ) საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი
განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის
შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც;
სასკოლო განათლებამ უნდა ჩამოუყალიბოს მოზარდს უწყვეტი
განვითარების, მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად
შეძენის უნარი, რათა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობებისა და სულიერი მიდრეკილებების ადეკვატურად
განსაზღვრა და ამის მიხედვით საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება;
მოზარდი მზად უნდა იყოს არჩევანი გააკეთოს მომავალი განათლებისა და შრომითი საქმიანობისათვის;
ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან:
სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ საზოგადოების
მომავალ წევრებს განუვითაროს ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები (წერა, კითხვა, მეტყველება,
მოსმენა), საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის ჩვევები, მათ შორის იმათ, ვისთვისაც საქართველოს
სახელმწიფო ენა მშობლიური არ არის;
პროექტის მოკლევადიანი
და გრძელვადიანი მიზნები/შედეგები:
მოკლევადიანი
მიზანი: მოსწავლე გაეცნოს კლასიკური მუსიკის შემსრულებლებს,
მათ ბიგრაფიებს და ნაწარმოებებს.
გრძელვადიანი
მიზანი: მოსწავლემ გაიაზროს კლასიკური მუსიკის რაობა/არსი/დანიშნულება,
გააკეთოს ანალიზი სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრებს შორის.
განხორციელებული
აქტივობები:
·
მოსწავლეების
ჯგუფებად დაყოფა მათ სურვილის მიხედვით:
I-ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია კლასიკური
მუსიკის შესახებ (რა არის კლასიკური მუსიკა)
II-ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია კლასიკოსი
კომპოზიტორების შესახებ
III-ჯგუფმა მოიძია კლასიკური მუსიკის
ნიმუშები რომლებიც მოასმენინეს პროექტის მონაწილეებს.
·
საინფორმაციო
კედლის გაზეთის შექმნა კლასიკოსი კომპოზიტორების ბიოგრაფიული მონაცემებით
·
ინტერვიუ
ბებია-ბაბუებთან, თანატოლებთან, მშბლებთან ( 3 სხვადასხვა თაობის ადამიანებთან, და
ინტერვიუს ანალიზი) : თქვენი საყვარელი კლასიკური ნაწარმოებია? კლასიკოსი კომპოზიტორი?
·
პროექტის
შედეგების სხვა სკოლის თანატოლებთან გაზიარება და მათთან ინტერვიუ.
პროექტის ვადები:
პროექტი განხორციელდა 2019 წლის 28 ოქტომბერი–11 ნოემბერი
აქტივობების შეფასების
სტრატეგიები: მოსწავლეების თვითშეფასება, პროექტის შეფასების რუბრიკა.
რისკები:
შესაძლებელი მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი არ დაინტერესდეს აღნიშნული პროექტში მონაწილეობით
და არ მოისურვონ მონაწილეობა.
პროექტის შედეგები:
მოსწავლემ გაიგო და გაიაზრა რას ნიშნავს კლასიკური მუსიკა, რა ფასეულობები/ღირებულებები
გააჩნიათ კლაისკოსებს, გაანალიზეს და შეაფასეს ინტერვიუს შედეგები, პარალელები გაავლეს
თაობაბეს შორის მუსიკალური გემოვნების მსგავსებებსა და განსხვავებებს შორის.
შედეგების ანალიზი:
პროექტში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა, მათმა ახლობლებმა,
თანატოლებმა და მასწავლებლებმა. პროექტი განხორციელდა სოცილაური პროეტის სახით, მნიშვნელოვანი
იყო მოსწავლეებისთვის რადგან ისინი გაეცნენ კლასიკოს კომპოზიტორებს იმსჯელეს და გაანალიზეს
ინტერვიუს შედეგები.
პროექტის რესურსები:
·
მოსწავლეების მიერ მოძიებული
ინფორმაცია,
·
ინტერნეტ კავშირი,
·
ფორმატი, მარკერი,
·
ინტერვიუსთვის მობილური
ტელეფონები.
პროექტის განხორციელების რეფლექსია:
·
მოხერხდა
თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
პროექტის გეგმაში
გაწერილი მიზანი მიღწეულ იქნა. აქტივობები დაეხმარა მოსწავლეებს მასალის კარგად შესწავლაში.
·
რომელი
აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა აქტივობა
პროექტის გეგმის მიხედვით წარიმართა. აქტივობები მჭიდრო კავშირში იყო ერთმანეთთან,
რამაც გაადვილა პროექტზე მუშაობა.
·
რომელ
კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
ყველაზე წარმატებული
აქტივობა იყო ინტევიუს აღება.
·
რა
სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
პროექტის მონაწილეები
პროექტის საშუალებით გაეცნენ კლასიკოს კომპოზიტორებს.
·
რა
საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
კარგი იქნება
თუ მოსწავლეები ხშირად იმუშავებენ ჯგუფებში რათა ჯგუფურ მუშაობას მიეჩვიონ. მსგავსი
პროექტები დაეხმარება მოსწავლეებს გაიაზრონ მნიშვნელოვანი მოვლენები და ფაქტები.
·
მოხდა
თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და/ან მოდიფიცირება
და რატომ?
პროექტის განხორციელების
დროს პროექტის აქტივობების დამატება ან მოდიფიცირება არ მომხდარა, ყველა აქტივობა გეგმის
მიხედვით განხორციელდა.
·
რას
გავითვალისწინებ მომა-ვალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?
მომავალში მსგავს
პროექტზე მუშაობისას შევეცდები უფრო მრავალფეროვანი აქტივობები გამოვიყენო და მრავალფეროვანი პროექტი განვახორციელო.
No comments:
Post a Comment