მე–8 კლასი

სსიპ ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლა

სოციალური პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება: „ჯაზი, როკენროლი, ბლუზი“
კლასი: 8
მოსწავლეთა რაოდენობა: 25
საგანი: მუსიკა
მასწავლებელი: მარიეტა ქურდაძე
პროექტის მოკლე აღწერა, აქტუალურობა, მიზანი, პრობლემა: მოსწავლეებისთვის ერთერთი სასიამოვნო აქტივობაა მუსიკის მოსმენა. ხშირად არც კი იციან ამათუიმ ჟანრის წარმოშობის შესახებ. პრექტი მოსწავლეებს დაეხმარება მოიძიონ ინფორმაცია ჯაზის, როკენროლის, ბლუზის წარმოშობის, ჩამოყალიბების და მისი ცნობილი შემსრულებლების შესახებ (როგორც უცხო ქვეყნების წარმომადგენლების და მათ ქართველი შემსურლებლების შესახებ) ინფორმაციის მოძიებას და პრეზენტაციის გაკეთებას.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძებენ ჯაზის, როკენროლის, ბლუზის წარმოშობის, ჩამოყალიბების და მისი ცნობილი შემსრულებლების შესახებ (როგორც უცხო ქვეყნების წარმომადგენლების და მათ ქართველი შემსურლებლების შესახებ) ინფორმაციის მოძიებას და პრეზენტაციის გაკეთებას.
პროექტის მნიშვნელობა: პროექტი მნიშვნელოვანია რათა მოსწავლეებმა გაიაზრონ ჯაზი, როკენროლი, ბლუზი, შეძლონ საუბარი ამ ჟანრის შემსრულებლებზე, ისტორიულ ფაქტბზე და მოახდინონ შედარება მათთვის საინტერესო/საყვარელ მუსიკალურ ჟანრებს შორის.
კავშირი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებთან:
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს:
ვ) საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც;
სასკოლო განათლებამ უნდა ჩამოუყალიბოს მოზარდს უწყვეტი განვითარების, მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი, რათა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობებისა და სულიერი მიდრეკილებების ადეკვატურად განსაზღვრა და ამის მიხედვით საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება; მოზარდი მზად უნდა იყოს არჩევანი გააკეთოს მომავალი განათლებისა და შრომითი საქმიანობისათვის;
ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან:
სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ საზოგადოების მომავალ წევრებს განუვითაროს ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები (წერა, კითხვა, მეტყველება, მოსმენა), საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის ჩვევები, მათ შორის იმათ, ვისთვისაც საქართველოს სახელმწიფო ენა მშობლიური არ არის;


პროექტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები/შედეგები:
მოკლევადიანი მიზანი: მოსწავლე გაეცნოს ჯაზის, როკენროლის, ბლუზის შემსრულებლებს, მათ ბიგრაფიებს და წარმოშობის ისტორიას.
გრძელვადიანი მიზანი: მოსწავლემ გაიაზროს ჯაზის, როკენროლის, ბლუზის რაობა/არსი/დანიშნულება, გააკეთოს ანალიზი სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრებს შორის.
განხორციელებული აქტივობები:
·         მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა მათ სურვილის მიხედვით:
I-ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია ჯაზის წარმოშობის გავრცელების არეალის, მისი შემსრულებლების ბიოგრაფიებს.
II-ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია როკენროლის წარმოშობის გავრცელების არეალის, მისი შემსრულებლების ბიოგრაფიებს.
III-ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია ბლუსის წარმოშობის გავრცელების არეალის, მისი შემსრულებლების ბიოგრაფიებს.
·         საინფორმაციო კედლის გაზეთის შექმნა ჯაზი, ბლუზი, როკენროლი
·         ინტერვიუ ბებია-ბაბუებთან, თანატოლებთან, მშობლებთან ( 3 სხვადასხვა თაობის ადამიანებთან, და ინტერვიუს ანალიზი) : თქვენი საყვარელი ჯაზის, როკენროლის, ბლუზის შემსრულებელი?
·         პროექტის შედეგების სხვა სკოლის თანატოლებთან გაზიარება და მათთან ინტერვიუ.

პროექტის ვადები: პროექტი განხორციელდა 2019 წლის 3 ოქტომბერი–17 ოქტომბერი.
აქტივობების შეფასების სტრატეგიები: მოსწავლეების თვითშეფასება, პროექტის შეფასების რუბრიკა.
რისკები: შესაძლებელი მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი არ დაინტერესდეს აღნიშნული პროექტში მონაწილეობით და არ მოისურვონ მონაწილეობა.
პროექტის შედეგები: მოსწავლემ გაიგო და გაიაზრა რა ჟანრის მუსიკაა ჯაზი, როკენროლი, ბლუზი და შეაფასეს ინტერვიუს შედეგები, პარალელები გაავლეს თაობაბეს შორის მუსიკალური გემოვნების მსგავსებებსა და განსხვავებებს შორის.
შედეგების ანალიზი: პროექტში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა, მათმა ახლობლებმა, თანატოლებმა და მასწავლებლებმა. პროექტი განხორციელდა სოცილაური პროექტის სახით, მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებისთვის რადგან ისინი გაეცნენ ჯაზის, როკენროლის, ბლუზის შემსრულებლებს და გაანალიზეს ინტერვიუს შედეგები.
პროექტის რესურსები:
·         მოსწავლეების მიერ მოძიებული ინფორმაცია,
·         ინტერნეტ კავშირი,
·         ფორმატი, მარკერი,
·         ინტერვიუსთვის მობილური ტელეფონები.



პროექტის განხორციელების რეფლექსია:
·         მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
პროექტის გეგმაში გაწერილი მიზანი მიღწეულ იქნა. აქტივობები დაეხმარა მოსწავლეებს მასალის კარგად შესწავლაში.
·         რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა აქტივობა პროექტის გეგმის მიხედვით წარიმართა. აქტივობები მჭიდრო კავშირში იყო ერთმანეთთან, რამაც გაადვილა პროექტზე მუშაობა.
·         რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
ყველაზე წარმატებული აქტივობა იყო ინტერვიუს აღება.
·         რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
პროექტის მონაწილეები პროექტის საშუალებით გაეცნენ ჯაზის, ბლუსის, როკენროლი შემსრულებლებს.
·         რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
კარგი იქნება თუ მოსწავლეები ხშირად იმუშავებენ ჯგუფებში რათა ჯგუფურ მუშაობას მიეჩვიონ. მსგავსი პროექტები დაეხმარება მოსწავლეებს გაიაზრონ მნიშვნელოვანი მოვლენები და ფაქტები.
·         მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და/ან მოდიფიცირება და რატომ?
პროექტის განხორციელების დროს პროექტის აქტივობების დამატება ან მოდიფიცირება არ მომხდარა, ყველა აქტივობა გეგმის მიხედვით განხორციელდა.
·         რას გავითვალისწინებ მომა-ვალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?
მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას შევეცდები უფრო მრავალფეროვანი აქტივობები გამოვიყენო და  მრავალფეროვანი პროექტი განვახორციელო.








No comments:

Post a Comment