მე– 9 ბ კლასი

სსიპ ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკო
სოციალური პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება: „მოვიარე საქაღთველო“
კლასი: 9 ბ
მოსწავლეთა რაოდენობა: 24
საგანი: მუსიკა
მასწავლებელი: მარიეტა ქურდაძე
პროექტის მოკლე აღწერა, აქტუალურობა, პრობლემა: დღესდღეობით მოსწავლეების მცირე ნაწილმა თუ იცის საკუთარი ქვეყნის ყველა კუთხის მუსიკალური საკრავები, შემსრულებლები, ეროვნული სამოსი, ცეკვები და სიმღერები. პროეტის საშუალებით მოსწავლეები ამ ყველაფერს შეისწავლიან, რაშიც დამეხმარება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.
პროექტის მიზანი: მოსწავლეების დაინტერესება ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის მუსიკალურ საკრავებს, შემსრულებლებს, ეროვნული სამოსს, ცეკვებს და სიმღერებს. პროექტის საშუალებით მოსწავლეები ამ ყველაფერს შეისწავლიან, რაშიც დამეხმარება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძებენ საქრართველოს სხვადასხვა კუთხის მუსიკალური საკრავების, შემსრულებლების, ეროვნული სამოსის, ცეკვების და სიმღერების გაცნობას. გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის  და გუნდური მუშაობის  უნარი. 
პროექტის მნიშვნელობა: პროექტი მნიშვნელოვანია რათა მოსწავლეებმა გაიაზრონ რას ნიშნავს ეროვნული სამოსი, სხვადასხვა კუთხის ტრადიციული საკრავები.
კავშირი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებთან:
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს:
ვ) საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც;
სასკოლო განათლებამ უნდა ჩამოუყალიბოს მოზარდს უწყვეტი განვითარების, მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი, რათა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობებისა და სულიერი მიდრეკილებების ადეკვატურად განსაზღვრა და ამის მიხედვით საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება; მოზარდი მზად უნდა იყოს არჩევანი გააკეთოს მომავალი განათლებისა და შრომითი საქმიანობისათვის;
ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან:
სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ საზოგადოების მომავალ წევრებს განუვითაროს ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები (წერა, კითხვა, მეტყველება, მოსმენა), საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის ჩვევები, მათ შორის იმათ, ვისთვისაც საქართველოს სახელმწიფო ენა მშობლიური არ არის;


პროექტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები/შედეგები:
მოკლევადიანი მიზანი: მოსწავლე გაეცნოს საქართველოს სხვადასხვა კუთხის საკრავებს, ცეკვებს, ეროვნულ სამოსს.
გრძელვადიანი მიზანი: მოსწავლემ გაიაზროს საკუთარი ქვეყნის კულტურული მემკივდრეობა და მისი გაფრთხილება შეძლოს.
განხორციელებული აქტივობები:
·         მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა შემთხვევითბის პრინციპით:
I-ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული მუსიკალური საკრავების შესახებ;
II-ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია ეროვუნილი სამოსის შესახებ;
III-ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული სიმღერების და მათი შემსრულებლების შესახებ.
·         საინფორმაციო კედლის გაზეთის შექმნა, საპრეზენტაციო პროგრამაში პრეზენტაციების მომზადება მოძიებული ინფორაციის პრეზენტაცია.
·         პროექტის შედეგების სხვა სკოლის თანატოლებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან გაზიარება.

პროექტის ვადები: პროექტი განხორციელდა 2019 წლის10– 24  ოქტომბერი
აქტივობების შეფასების სტრატეგიები: მოსწავლეების თვითშეფასება, პროექტის შეფასების რუბრიკა.
რისკები: შესაძლებელი მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი არ დაინტერესდეს აღნიშნული პროექტში მონაწილეობით და არ მოისურვონ მონაწილეობა.
პროექტის შედეგები: მოსწავლემ გაიგო და გაიაზრა რას ნიშნავს საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი ქვეყნის და ზოგადად მსოფიო ცივილიზაციებს შორის პარალელების გავლება.
შედეგების ანალიზი: პროექტში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა, მათმა ახლობლებმა, თანატოლებმა და მასწავლებლებმა. პროექტი განხორციელდა სოცილაური პროექტის სახით, მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებისთვის რადგან ისინი გაეცნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურულ მემკვიდრეობას, მუსიკალური საკრავების, სიმღერების, მათი შემსრულებლების, ეროვნული სამოსის სახით.
პროექტის რესურსები:
·         მოსწავლეების მიერ მოძიებული ინფორმაცია,
·         ინტერნეტ კავშირი,
·         ფორმატი, მარკერი,
·         Power point presentation.






პროექტის განხორციელების რეფლექსია:
·         მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
პროექტის გეგმაში გაწერილი მიზანი მიღწეულ იქნა. აქტივობები დაეხმარა მოსწავლეებს მასალის კარგად შესწავლაში.
·         რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა აქტივობა პროექტის გეგმის მიხედვით წარიმართა. აქტივობები მჭიდრო კავშირში იყო ერთმანეთთან, რამაც გაადვილა პროექტზე მუშაობა.
·         რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
ყველაზე წარმატებული აქტივობა იყო პროექტის შედეგების გაზიარება.
·         რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
პროექტის მონაწილეები პროექტის საშუალებით გაეცნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მუსიკალურ საკრავებს, ეროვნულ სამოსს, სიმღერებს, სიმღერების შემსრულებლებს.
·         რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
კარგი იქნება თუ მოსწავლეები ხშირად იმუშავებენ ჯგუფებში რათა ჯგუფურ მუშაობას მიეჩვიონ. მსგავსი პროექტები დაეხმარება მოსწავლეებს გაიაზრონ მნიშვნელოვანი მოვლენები და ფაქტები.
·         მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და/ან მოდიფიცირება და რატომ?
პროექტის განხორციელების დროს პროექტის აქტივობების დამატება ან მოდიფიცირება არ მომხდარა, ყველა აქტივობა გეგმის მიხედვით განხორციელდა.
·         რას გავითვალისწინებ მომა-ვალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?
მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას შევეცდები უფრო მრავალფეროვანი აქტივობები გამოვიყენო და  მრავალფეროვანი პროექტი განვახორციელო.







No comments:

Post a Comment